კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში ეუთოს მისიის მანდატი ამოიწურა

30 ივნისი, 2009

საქართველოში ეუთოს მისიის მანდატი დღეს იწურება. მისიის თბილისის ოფისი უკვე დაცლილია. დამკვირვებელთა ოფისი იხურება ასევე ცხინვალის კონფლიქტის ზონაში, სოფელ კარალეთში.

კარალეთის საგუშაგო უცხოელმა დამკვირვებლებმა უკვე დატოვეს, პოსტს ტოვებენ მისიის ადგილობრივი თანამშრომლებიც.

საქართველოში ეუთოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ტერი ჰაკალა აცხადებს, რომ კონფლიქტის ზონიდან მისიის გასვლა, შეიძლება ახალი კონფლიქტის მიზეზად იქცეს.

„საქართველოში ეუთოს მისიის მუშაობა მხოლოდ რუსეთმა დაბლოკა. ეს არის ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს სეპარატისტულ რეჟიმებს და მათ დამოუკიდებლობას აღიარებს. ეუთოს მისიის გაუქმება რეგიონში არსებულ ვითარებაზე მკვეთრად უარყოფითად აისახება და არ არის გამორიცხული ამას ახალი კონფლიქტიც მოყვეს“ - განაცხადა ტერი ჰაკალამ.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები