კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კიდევ ერთი მოსასმენი აპარატი აღმოაჩინეს „ალიანსი საქართველოსთვის“ ისნის რაიონულ ოფისში

30 ივნისი, 2009

„ალიანსი საქართველოსთვის“ ისნის რაიონული ორგანიზაციის ოფისში, რომელიც ქეთევან წამებულის 63 ნომერში მდებარეობს, ოფისის თანამშრომლებმა მოსასმენი აპარატი აღმოაჩინეს.

თანამშრომლებმა ოფისის შემოწმება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მსგავსი აპარატების აღმოჩენაზე განცხადება „კონსერვატორებისა“ და „საქართველოს გზის“ წევრებმა გააკეთეს.

აპარატი ერთ-ერთი ჩამრთველის გახსნის შედეგად ორგანიზაციის თავმჯდომარის ოთახში აღმოაჩინეს, სადაც თათბირები იმართება.

ადგილზე გამოცხადდა „ალიანსი საქართველოსთვისა“ და „მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე, რომელმაც განაცხადა, რომ მოსასმენი აპარატების აღმოჩენის მიზნით ყველა რაიონული ოფისი მოწმდება.

„გიშინვე შემოწმდა „ახალი მემარჯვენეების“ სათაო ოფისი, იქ არაფერი აღმოჩნდა. სათაო ოფისი, რაიონული ოფისებისგან განსხვავებით, დაცულია, დაყენებულია სიგნალიზაცია და იქ შეღწევა არ არის იოლი. სერიოზულად ვფიქრობ, შევამოწმო ჩემი სახლი, რადგან ეჭვი არ მეპარება, ხელისუფლება წამსვლელია იმაზეც, რომ სახლებშიც დაგვიმონტაჟოს მოსასმენი აპარატები. ვფიქრობ, რომ ეს ხელისუფლების დემოკრატიულობის კარგი ლუსტრირებაა, ესაა სისხლის სამართლის დანაშაული და ჩვენ ამ ფაქტების გამოძიებას მოვითხოვთ“ - განაცხადა კაციტაძემ.

მანვე გამოიძახა ისნის რაიონული ორგანიზაციის ოფისში პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ადგილზე გამოძახებიდან ათ წუთში გამოცხადდნენ.

სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით ოქმი შეადგინეს.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები