კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ფრიდომ ჰაუსი“: საქართველოსა და უკრაინის რევოლუციებმა დემოკრატიული რეფორმები არ მოიტანეს

1 ივლისი, 2009

საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, 2008 წელი ევროპის ყოფილი სოციალისტური ბანაკისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების დემოკრატიებისთვის ცუდი წელი იყო.

რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 29-იდან 18 ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გზიდან გადახვევა მოხდა.

ანგარიშის მიხედვით, 1995 წლიდან ანუ „ფრიდომ ჰაუსის“ მიერ კვლევების დაწყებიდან პირველად, რუსეთი და ყირგიზეთი მოხვდნენ კონსოლიდირებული ავტორიტარული ქვეყნების რიცხვში და შეუერთდნენ აზერბაიჯანს, ყაზახეთს, ტაჯიკეთს, თურქმენეთს და უზნეკეთს.

ამის დამადასტურებლად „ფრიდომ ჰაუსი“ ასახელებს იმას, რომ 2008 წელს დიმიტრი მედვედევმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ყოველგვარი კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა და რუსეთს, სადაც არ არის თავისუფალი სასამართლო, თავისუფალი პრესა და სამოქალაქო საზოგადოება, არ ძალუძს კორუფციასთან ბრძოლა.
 
„ფრიდომ ჰაუსი“ მიიჩნევს, რომ საქართველოში, უკრაინაში და ყირგიზეთში მომხდარმა „ფერადმა რევოლუციებმა“ ვერ მიიყვანეს ეს სახელმწიფოები დემოკრატიულ რეფორმებამდე.

ორგანიზაცია დადებითად აფასებს კოსოვოში შექმნილ სიტუაციას, სადაც გაეროს მიერ ადგილობრივი ადმინისტრაციისთვის სამთავრობო ფუნქციების გადაცემის პროცესი მიმდინარეობს.

წყარო: „მედიანიუსი“

ახალი ამბები