კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველმა ოპოზიციის აქტივისტების გატაცების საქმეზე მასალები გამოძიებას გადაუგზავნა

1 ივლისი, 2009

სახალხო დამცველმა შსს ძველი თბილისის სამმართველოს უფროს ირაკლი ყიფშიძეს ოპოზიციური პარტიის წევრებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ მის ხელთ არსებული ყველა დოკუმენტაცია გადაუგზავნა.

საქმე ეხება „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის“ წევრების დარეჯან გუჯეჯიანისა და თამარ ნავერიანის გატაცების ფაქტს.

სახალხო დამცველის ოფისში აცხადებენ, რომ გუჯეჯიანისა და ნავერიანის განმარტებით, 2009 წლის 3 ივნისს, 15:00 საათისთვის, საცურაო კომპლექს „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე ორმა მამაკაცმა ისინი ძალის გამოყენებით დააკავა და შავ, დაბურულმინებიან ჯიპის მარკის ავტომობილში ჩასვა. მანქანაში კიდევ ორი მამაკაცი იყო. „ქალბატონები სანაპიროს გავლით წაიყვანეს, გზაში შეკითხვებს უსვამდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ემუქრებოდნენ. თამარ ნავერიანი ხშირად ხდებოდა ცუდად და პასუხის გაცემა უჭირდა, თუმცა ასეთ შემთხვევებში მას გვერდით მჯდომი მამაკაცი თმებში ქაჩავდა და პასუხის გაცემას აიძულებდა. მძღოლის გვერდით მჯდომმა კომპიუტერით გადაამოწმა მათი ვინაობა, დიდი დანა ეჭირა საჭესთან მჯდომ პირს. გამტაცებლები ქალბატონებს ეკითხებოდნენ თუ სად იმყოფებოდნენ ბოლო 2-3 დღე, ვინ მიიყვანა ბურჯანაძის პარტიაში, რამდენს უხდიდნენ მათ და ა. შ. მათზე ზეწოლა, ცოცხლად დამარხვის მუქარა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ექვსი საათი გრძელდებოდა“ - აღნიშნეს სახალხო დამცველის ოფისში.

მათივე ცნობით ახსნა-განმარტებაში მითითებულია, რომ მათ წაართვეს მობილური ტელეფონები. სოფელ გაჩიანთან თამარ ნავერიანმა გონება დაკარგა და ის ვალიდოლით მოასულიერეს. გამტაცებლები ტელეფონით ვინმე ვანოს აბარებდნენ ანგარიშს. დაზარალებულთა თქმით, ბოლო საუბარის შინაარსი ასეთი იყო: - „დიახ, ბატონო ვანო, კარგით რა, ბატონო ვანო უკვე თითქმის ბოლომდე გვყავდა საქმე მიყვანილი და ახლა გავუშვათ? კარგით, ბატონო ვანო, როგორც თქვენ იტყვით“.

6 საათიანი ტყვეობის შემდეგ დარეჯან გუჯეჯიანსა და თამარ ნავერიანს მობილური ტელეფონები დაუბრუნეს და ე. წ. აფრიკის დასახელებაში მანქანიდან გადმოსვეს.

გამოძიებამ გუჯეჯიანი და ნავერიანი დაზარალებულად ცნო და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ამ თემაზე:

ახალი ამბები