კახეთში, რეგიონული გაზეთ „იმედის“ გამოცემის შეწყვეტის ფაქტით ამერიკის პრესის ასოციაცია დაინტერესდა.
ასოციაციის ხელმძღვანელობის თხოვნით, გაზეთ „იმედის“ რედაქცია ამზადებს დეტალურ ინფორმაციას იმ ფაქტების შესახებ, რამაც დამოუკიდებელი გაზეთის დახურვა გამოიწვია. ამ ინფორმაციას გაზეთის რედაქცია, ამერიკის პრესის ასოციაციას ამ დღეებში მიაწვდის.
შეგახსენებთ, რომ კახეთის რეგიონული გაზეთ „იმედის“ გამოცემა გასულ კვირას შეწყდა. გაზეთის რედაქციაში ჯერ-ჯერობით ვერ აკონკრეტებენ, განახლდება თუ არა გაზეთის გამოცემა.
წყარო: „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“