კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მანიფესტაციების გამართვის ახალ წესებსა და სასჯელის გამკაცრების საკითხზე დღეს სასტუმრო “ამბასადორში” იმსჯელებენ

7 ივლისი, 2009

მანიფესტაციების გამართვის ახალ წესებსა და  მასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებზე სასჯელის გამკაცრების საკითხზე, დღეს სასტუმრო “ამბასადორში” იმსჯელებენ.

“შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონში, “პოლიციის შესახებ” კანონში და “ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსში” ცვლილებების პროექტებზე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, იურისტები, ექსპერტები და ადამიანის უფლებათა დამცველები “მრგვალ მაგიდას” გამართავენ.

კანონმდებლების განმარტებით, მანიფსტაციების გამართვის წესები არ იცვლება და მხოლოდ კონკრეტდება, რადგან ბოლო თვეების გამოცდილებიდან გამომდინარე, აქციებისა და მანიფესტაციების ორგანიზატორებს კანონის ინტერპრეტაციების საშულება აღარ ჰქონდეთ.

კერძოდ, კანონში კონკრეტდება, რომ აქციისას გზის გადაკეტვა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ აქციაზე ამისთვის საჭირო რაოდენობის ხალხი შეიკრიბება და ა.შ. აგრეთვე შემოდის რიგი აკრძალვები, რაც ქუჩის რაიმე კონსტრუქციებით თუ სატრანსპორტო საშუალებით გადაკეტვას უკავშირდება. “პოლიციის შესახებ” კანონპროექტით კი აქციების დაშლისას სამართლადამცველს უფლება ეძლევა “არალეტალური იარაღი” გამოიყენოს, რაც, როგორც კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, ყველა ის იარაღია, რომელიც სიცოცხლისთვის უსაფრთხოა და საერთშორისო ნორმებით დაშვებულია.

“ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის” პროექტით კი პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულიგნობა ნაცვლად ერთთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობისა, სამთვიანი პატიმრობით ისჯება. ამასთან, იკრძალება ადმინისტრაციულ შენობებსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე წარწერების გაკეთება. იზრდება ჯარიმა აქციის გამართვის წესების დარღვევისთვის როგორც მონაწილის მიმართ, ისე ორგანიზატორის მიმართ და ა.შ.

კანონპროექტთა პაკეტის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ლაშა თორდა, პავლე კუბლაშვილი და მურთაზ ზოდელავა არიან. დღესვე, კანონპროექტთა პაკეტს პირველი მოსმენით, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტიც განიხილავს.

წყარო: ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები