კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართულმა მხარემ რუსეთის პროკურატურას გლუხოვის ექსტრადიციაზე უარი უთხრა

7 ივლისი, 2009

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ არ დააკმაყოფილა რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორის შუამდგომლობა ალექსანდრე გლუხოვის ექსტრადიციაზე. ამ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ოფიციალური ვებ-გვერდის საშუალებით ავრცელებს.

სამინისტრო განმარტავს, რომ საექსტრადიციო დოკუმენტების მიხედვით, რუსეთის ფედერაციის პროკურატურა გლოხოვს დეზერტირობას სდებს ბრალად.

ბრალდება გლუხოვის მიერ ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის დატოვებას უკავშირდება.

„ექსტრადიციის შუამდგომლობის ქართული მხარისთვის გადმოცემამდე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ დააკმაყოფილა ალექსანდრე გლუხოვის განაცხადი საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ“, - ოუწყება იუსტიციის სამინისტრო.

სამინისტრო აღნიშნავს, რომ ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს აქვს საერთაშორისო ვალდებულება, არ მოახდინოს პირის ექსტრადიცია იმ სახელმწიფოში, სადაც მას ემუქრება რაიმე ნიშნით დევნა.

ამ ვალდებულების მხედველობაში მიღებით, 16 ივნისს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ არ დააკმაყოფილა რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა გლუხოვის ექსტრადიციის შესახებ.

რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ ალექსანდრე გლუხოვის ექსტრადიციის თხოვნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დიპლომატიური არხების გამოყენებით მიმართა. ექსტრადიციის ოფიციალური შუამდგომლობა ქართულ მხარეს საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების დამცველი შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს მეშვეობით 1 ივნისს გადმოეცა.

უმცროსმა ლეიტენანტმა გლუხოვმა ახალგორში დისლოცირებული სამხედრო ნაწილი 26 იანვარს მიატოვა და დახმარებისთვის ქართულ პოლიციას მიმართა. მან ამის მიზეზაც ნაწილში არსებული გაუსაძლისი პირობები დაასახელა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავდაპირველად მის გატაცებაში ქართული სპეცსამსახურები დაადანაშაულა და უმცროსი ლეიტენანტის დაუყოვნებლივ დაბრუნება მოითხოვა. მოგვიანებით კი, მის წინააღმდეგ, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ დეზერტირობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები