კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმის დრამატული თეატრის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

7 ივლისი, 2009

ამ წუთებში ბათუმის დრამატული თეატრის წინ ე.წ. ხოფას ბაზრობის მოვაჭრეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ბაზრობის გასხვისებას აპროტესტებენ. ბაზრობა, დაახლოებით, ორი კვირის წინ გასხვისდა. ქონება, რომელიც ფინანსთა სამინისტროს ბალანსზე იყო, 100-პროცენტიანი წილით ერთ-ერთ კომპანიას გადაეცა.

ბაზრობის მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ისინი უმუშევრები რჩებიან. დღეს პროტესტის ნიშნად მათ ბაზრობა არ გააღეს.

აქციის მონაწილეებთან სასაუბროდ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ვაჟა ბოლქვაძე მივიდა. იგი ცდილობდა, მოვაჭრეებისთვის განემარტა, რომ ბაზრობას პროფილი არ ეცვლება და მათ კვლავაც ექნებათ მუშაობის საშუალება.

აქამდე ბაზრობის მფლობელი ილია ანანიძე იყო, რომელიც უკვე ერთი წელია, პატიმრობაშია. მას სახელმწიფოსთვის გადასახადების დამალვა ედება ბრალად.

დღევანდელ აქცის პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ „რესპუბლიკელები“ და „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენლები.

წყარო: ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები