კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უმწეო მოხუცებმა უვარგისი სადილი გამგეობის თანამშრომელს სამუშაო ოთახში მიუტანეს

8 ივლისი, 2009

ცოტა ხნის წინ ინციდენტი მოხდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში. რამდენიმე უმწეო ადამიანმა, რომლებიც უფასო სასადილოში იკვებებიან, სადილის კუთვნილი წილი გამგეობის სოციალური დახმარების სამსახურის უფროსს ლევან ჯამალაშვილს სამუშაო ოთახში მიუტანეს.

უმწეო მოხუცების თქმით, სადილი ყოველდღიურად უარესდება, გარდა ამისა, სასადილოს ხელმძღვანელები მათ ულუფას უმცირებენ, დარჩენილი საკვები კი სახლებში მიაქვთ და ღორებს აჭმევენ.

მოხუცები იმასაც ამბობენ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან უფასო სასადილოს დაფინანსება არ შემცირებულა, თუმცა გამგეობის გადაწყვეტილებით, ისინი შაბათობით ვეღარ სადილობენ.

მოხუცების ბრალდებებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარების სამსახურის უფროსი ლევან ჯამალაშვილი არ ადასტურებს. იგი ასევე უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გამგეობის შენობაში მისულ უკმაყოფილო მოხუცებს ჩინოვნიკები სასადილოდან გაგდებით დაემუქრნენ.

წყარო: კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები