კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სკოლის დირექტორებს პედაგოგების პოლიტიკური შეხედულებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება დაევალათ

9 ივლისი, 2009

კახეთში საჯარო სკოლების დირექტორებს პედაგოგების და მათი ოჯახის წევრთა პოლიტიკური შეხედულებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და 30 ივლისამდე საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებში წარდგენა დაევალათ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში რამდენიმე სკოლის დირექტორმა აღნიშნული დაადასტურა, თუმცა მათ ვინაობის საჯაროდ გამხელა არ ისურვეს. ერთ-ერთი მათგანის თქმით, დავალება ამის შესახებ პირადად საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსისგან მიიღეს.

ქალაქ გურჯაანის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი ლალი გაბიტაშვილი მსგავსი დავალების გაცემას კატეგორიულად უარყოფს.

უნდა აღინიშნოს, რომ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სკოლებიდან დაითხოვეს მასწავლებლები, რომელთა ოჯახის წევრები ან ახლობლები ოპოზიციის საარჩევნო შტაბებში მუშაობდნენ.

წყარო: „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“

ახალი ამბები