კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გარდაცვლილი ბავშვის მშობლები ექიმების დასჯას მოითხოვენ

10 ივლისი, 2009

5 წლის მეგი ხაზიურის მშობლები გურჯაანის რაიონული საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილების ექიმების დასჯას ითხოვენ. ავადმყოფის განსაცდელში მიტოვების მუხლით, გურჯაანის რაიონულ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში მცხოვრები 5 წლის მეგი ხაზიური იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში, დაუზუსტებელი შოკის დიაგნოზით, 2 ივლისს გარდაიცვალა. ბავშვი, რომელმაც 26 ივნისს მეზობლის სახლში მედიკამენტები დალია, იაშვილის კლინიკაში გურჯაანის რაიონული საავადმყოფოდან გადაიყვანეს.

„გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში რომ მივიყვანეთ ბავშვი გონზე იყო, მაგრამ ექიმები სათანადო ყურადღებას არ გვაქცევდნენ. მერე როგორც იქნა ამორეცხვა ჩაუტარეს და ბავშვი მდგომარეობიდან გამოვიდა, მაგრამ შოკში მას შემდეგ ჩავარდა, რაც ნემსი გაუკეთეს. ამის შემდეგ მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და რეანომობილით თბილისში გადავიყვანეთ, სადაც ხელოვნური სუნთქვის აპარატით 7 დღე იცოცხლა. გურჯაანის საავადმყოფოში ის ნემსი მეორე ბავშვისთვის უნდა გაკეთებინათ და მეგის შეცდომით გაუკეთეს, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია“, - განაცხადა  გარდაცვლილის დედამ ანა რუაძემ. ხაზიურების ოჯახი გურჯაანის რაიონული საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილების ექიმების ნიკო ყორღანაშვილის და ოლიკო სარალიძისთვის ექიმად მუშაობის უფლების სასწრაფოდ ჩამორთმევას და მათ დასჯას მოითხოვს.

გარდაცვლილი მეგი ხაზიურის მშობლების ბრალებებს უსაფუძვლოს უწოდებს გურჯაანის რაიონული საავადმყოფოს დირექტორი გელა ორველაშვილი. მისი თქმით, მეგი ხაზიური საავადმყოფოში მიყვანის დროს მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, მას გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და მალევე კატასტროფის მედიცინის ცენტრის მანქანით თბილისში გადაიყვანეს.

წყარო: კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები