კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დღეს სასჯელაღსრულების #2 მკაცრი და საერთო რეჟიმის დაწესებულებაში ახალი სამედიცინო ნაწილი გაიხსნება

13 ივლისი, 2009

დღეს სასჯელაღსრულების #2 მკაცრი და საერთო რეჟიმის დაწესებულებაში  ახალი სამედიცინო ნაწილი გაიხსნება. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცნობით, ახალი სამედიცინო ნაწილი პირველადი ჯანდაცვისთვის საჭირო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.  „სრული აღჭურვილობა, მათ შორის, ახალი სტომატოლოგიური კაბინეტი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ იქნა შეძენილი. ამ დროისთვის სრული აღჭურვილობა ორ - #6 საპყრობილესა და #2 მაკაცრი და საერთო რეჟიმის დაწესებულებაშია შეტანილი და დამონტაჟებული. ახალი თანამედროვე სტანდარტის სამედიცინო ნაწილები  სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოსთვის იქნება გახსნილი”, - განმარატვენ სამინისტროში.  მათივე ინფორმაციით, #2 მკაცრი და საერთო რეჟიმის დაწესებულებაში სამედიცინო ნაწილის გახსნას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ დიმიტრი შაშკინთან ერთად პალამენტის წევრებიც დაესწრებიან.

წყარო: საინფორმაციო სააგენტო “პირველი”

ახალი ამბები