კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიციის დაკავებული მხარდამჭერის ოჯახის წევრებს უთვალთვალებენ

13 ივლისი, 2009

„ახალი მემარჯვენეების“ მხარდამჭერის კოტე კაპანაძის ოჯახის წევრებს, რომლებიც ლაგოდეხის რაიონის სოფელ კართუბანში ცხოვრობენ, სამართალდამცავები და უცნობი პირები უთვალთვალებენ.

კაპანაძის მეუღლე შორენა ნეფარიძის განცხადებით, მისი ოჯახის წევრებზე თვალთვალი კოტეს დაკავების შემდეგაც გრძელდება.

„კოტეს დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, როცა ის ჯერ კიდევ არ იყო ეჭვმიტანილად ცნობილი, ჩვენთან სახლში უცნობი პირები შემოიჭრნენ და გვაიძულებდნენ, რომ მათთვის ოჯახის ყველა წევრის პირადობის მოწმობა და საკონტაქო ტელეფონების ნომრები წარგვედგინა. ასევე დაინტერესდნენ კოტეს ძმის, ვაჟას შესახებ ინფორმაციით. აინტერესებდათ, ზუსტად სად ცხოვრობს და პარტიაში მუშაობის გარდა კიდევ რა საქმიანობას ეწევაო. პოლიციის რაიონული განყოფილების და შს სამინისტროს სხვა უწყებების თანამშრომლები ყოველდღე გვითვალთვალებენ. სადაც მივდივართ, უკან დაგვყვებიან“ - აღნიშნავს შორენა ნეფარიძე.

შეგახსენებთ, რომ „ახალი მემარჯვენეების“ მხარდამჭერი კოტე კაპანაძე შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს. პროკურატურა მას თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. კაპანაძეს თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილმა 20 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა, თუმცა პროკურატურის საჩივრის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ რაიონული სასამართლოს ბრძანება გააუქმა და კაპანაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

წყარო: „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“

ახალი ამბები