კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროსასამართლომ გოლფის ფედერაციის პრეზიდენტის საქმე რეგისტრაციაში გაატარა და ნომერი მიანიჭა

13 ივლისი, 2009

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რეგისტრაციაში გაატარა და შესაბამისი ნომერი მიანიჭა გოლფის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის მერაბ რატიშვილის საქმეს. რატიშვილი საქართველოს სახელმწიფოს მის მიმართ  ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა); მე-6 (სამართლიანი სასამართლოსადმი მიმართვისა უფლება), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-13 მუხლების (სამართლიანი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება) დარღვევაში ადანაშაულებს.

ევროსასამართლოში მერაბ რატიშვილის ინტერესებს იცავს ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი”. საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ივნისის დასაწყისში გაიგზავნა.
 
რატიშვილი 2007 წლის 26 ოქტომბერს საკუთარი ავტომობილით მოძრაობისას დააკავეს. დაკავებისას პოლიციის მუშაკებმა იგი მიწაზე პირქვე დააგდეს, გამოიყენეს ფიზიკური ძალა და გაუსაძლისი ტკივილის შედეგად დაყვირების დროს კუნთში გაუკეთეს ნემსი ნარკოტიკული ნივთიერებით. შემდეგ ჩაუტარეს ნარკოლოგიური შემოწმება და აღმოჩნდა, რომ იგი იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. რატიშვილს სასამართლომ 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“

ახალი ამბები