07:25, Tuesday, 22.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ჟურნალისტი კახეთის ვიცე-გუბერნატორს მის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციების გავრცელებაში ადანაშაულებს

13.07.2009
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი კახეთის გუბერნატორის პირველ მოადგილეს გიორგი სიბაშვილს მის წინააღმდეგ ცრუ და შეურაცხმყოფელი ინფორმაციების გავრცელებაში ადანაშაულებს. ჟურნალისტი სიბაშვილს ურჩევს, იმ კორესპონდენტების დევნას შეეშვას, რომელთაც ვერ აკონტროლებს. საქმე შეეხება სტატიას „სიბაშვილის კლანი კახეთში“, რომელიც ჩვენს ვებ გვერდზე რამოდენიმე ხნის წინ გამოქვეყნდა. სიბაშვილი, რომლის კომენტარიც სტატიას უცვლელად დავურთეთ, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის ბრალდებებს, ამჯერად უკვე სხვა მედია საშუალებებით სცემს პასუხს და თვითონ გამოდის ჟურნალისტის ბრალმდებლის როლში.


"გაზეთი "იმედი" პირველად არ დახურულა. საარჩევნო კამპანიიდან დეკემბრამდე ეს გაზეთი დახურული იყო. მთივლიშვილმა გამოაქვეყნა სტატია, სათაურით "ვიცე – გუბერნატორის კლანი კახეთში", სადაც წერდა, თითქოს მე კლანების მეშვეობით ვმართავ კახეთს. მთავარი ის არის, რომ ერთი დღით ადრე ეს სტატია მეილზე გადმომიგზავნა და მკითხა, ამ სტატიის დაბეჭდვას ვაპირებ და რას იტყვიო? შევუთვალე, მზად ვარ ბრძოლისთვის. მე იმაზე მეტი ვიცი, შენ რომ გგონია. ისეთმა ფურმა დამწიხლოს, ჩემზე მეტს რომ იწველიდეს. ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ, მეც მიყვარს სკანდალები – მეთქი. კითხვას არ ბადებს რატომ იქცევა მთივლიშვილი ასე? არა მგონია, ჟურნალისტები გამზადებულ სტატიას უგზავნიდნენ სტატიის გმირს და ეკითხებოდნენ, ამის დაწერას ვაპირებ შენზე და რას იტყვიო? ეს კაცი არ მალავს, რომ სიბაშვილია მისთვის პრობლემა. პრობლემა მართლაც ვარ, რადგან მის კაპრიზებზე არ დავდივარ. რამდენიმე ხნის წინ მთხოვა, ვინმე ლომინაშვილისთვის დირექტორის თანამდებობაზე გამეწია რეკომენდაცია. ამაზე უარი ვთქვი, რადგან სკოლის დირექტორების დანიშვნა ჩემი საქმე არ არის", - აღნიშნავს სიბაშვილი. გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. "სიბაშვილი ამ შემთხვევაშიც უტიფრად იტყუება. მისი ამოცანაა, როგორც ჩემი, ასევე იმ ადამიანების ავტორიტეტი შელახოს, ვისაც რეგიონში ხალხი გვენდობა. ამიტომაც დაგვდევენ მისი დავალებით უკან კუდ-ის თანამშრომლები და სხვა პირები. პირველი ის, რომ გაზეთი მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე პერიოდულობას არღვევდა, მაგრამ არასოდეს არ დახურულა. მეორე, მას სტატია მეილზე მართლაც გავუგზავნე, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ფაქტზე იყო კომენტარი გასაკეთებელი და მივეცი საშუალება და ვუთხარი, ეთქვა ის, რაც უნდოდა და ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ. რაც შეეხება მის ბრალდებას, რომ მე მას ვინმეს თანამდებობაზე დანიშვნა ვთხოვე, სრული სიცრუეა. პროფესიით ფილოლოგი მანანა მოლონაშვილი და მე ერთად ნამდვილად ვმუშაობდით, მაგრამ მისი დირექტორად დანიშვნა არდანიშვნა ჩემს კომპეტენციას სცილდება. მითუფრო სიბაშვილს ამას იმიტომ არ ვთხოვდი, რადგან ვიცოდი, რომ სკოლის დირექტორის თანამდებობას თავის ახლობელს უმზადებდა", - ამბობს ჟურნალისტი.

ამ თემაზე:


„ადამიანის უფლებათა ცენტრი“

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC