კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირთათვის გრძელვადიანი პაემნის დაშვებას ითხოვს

15 ივლისი, 2009

სახალხო დამცველის ოფისი ავრცელების ინფორმაციას, რომ სოზარ სუბარმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი არსენიშვილს მიმართა და უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირთათვის გრძელვადიანი პაემნის დაშვება მოითხოვა.

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა 2009 წლის ივნისის თვეში ჩატარებული მონიტორინგისას, რუსთავის #6 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებაში განთავსებული უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულები მოინახულეს. შეხვედრისას პატიმრები გრძელვადიანი პაემნებით სარგებლობის უფლებას ითხოვდნენ.

სახალხო დამცველის განმარტებით, პატიმრობის კოდექსის პროექტში არ არის გათვალისწინებული გრძელვადიანი პაემნით სარგებლობის უფლება უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულთათვის, რაც ხელს შეუშლის მათ სრულფასოვან ურთიერთობას ოჯახის წევრებთან და გარე სამყაროსთან.
„საერთაშორისო ნორმების მიხედვით, პატიმრების გარე კონტაქტები უნდა განიხილებოდეს, როგორც მათი უფლება და არა, როგორც პრივილეგია. სახალხო დამცველი თვლის, რომ პატიმრების გარე სამყაროსთან ურთიერთობის შეზღუდვა, როგორც დისციპლინური სანქცია, დაუშვებელია. მით უმეტეს არ არის სასურველი საოჯახო კონტაქტების შეზღუდვა. ოჯახთან სრულყოფილი კავშირი ყველა პატიმრისთვის მნიშვნელოვანია.  გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც კონკრეტული კონტაქტები გამოყენებულ იქნება დანაშაულის ჩადენისათვის“,-აღნიშნავს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველმა უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულების განცხადებები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს გაუგზავნა და კიდევ ერთხელ მიმართა თხოვნით, განიხილოს მსჯავრდებულებისთვის გრძელვადიანი პაემნის დაშვების საკითხი.

წყარო „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები