გურამიშვილის #5-ში სასამართლოს აღმასრულებლები და პოლიცია აფხაზეთიდან დევნილის მზია წოწონავას ბინას ცლიან.
როგორც მეზობლად მცხოვრები დევნილები აცხადებენ, წოწონავას ბინის დაცლა სასამართლოს 2006 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე მოსთხოვეს.
„თავად მზია წოწონავა ამჟამად თბილისში არ იმყოფება, იგი მოსკოვში მუშაობს. მისი ბინა ძმას ჰქონდა ჩაბარებული. სასამართლოს აღმსარულებლები და პოლიცია ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოვიდნენ და ბინის დაცლა დაიწყეს. დევნილებმა მათ წინააღმდეგობა გავუწიეთ, მაგრამ ოთახიდან ნივთების ნაწილი უკევ გამოტანილია და ბინაში არავის უშვებენ“, - განაცხადეს წოწონავას მეზობლებმა.
თავად წოწონავას ძმა, რომელსაც სადავო ბინა ჰქონდა ჩაბარებული, დღევანდელი შემთხვევის დროს შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. ამის გამო მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში დაადასტურეს, რომ წოწონავას ბინის დაცლა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიმდინარეობს.
წყარო: ინტერპრესნიუსი