კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტის შეფასებით, სახელმწიფომ ოპოზიციის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობით სასწაული მოახდინა

21 ივლისი, 2009

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, სახელმწიფომ ოპოზიციის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობით სასწაული მოახდინა.

 როგორც პრეზიდენტმა დღეს პარლამენტში განაცხადა, ყველაზე ცუდი, რაც სახელმწიფომ შეიძლება გააკეთოს, ზედმეტი ძალაა. მისი თქმით, ყველა ევროპული სახელმწიფო გამოიყენებდა ძალას იმ ვითარებაში, რაც საქართველოში ბოლო პერიოდის განმავლობაში იყო შექმნილი.

„როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ 6 მაისის დანაშაული უნდა გამოვიძიოთ, როგორ უნდა გამოვიძიოთ, როცა ხალხი გვეუბნებოდა, მოდით, დაგვარბიეთ, თუ არ გვარბევთ, მაშინ მოვალთ და ჩვენ დაგარბევთო“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, პოლიციაზე თავდასხმა საქართველოში აკრედიტებულმა ყველა ელჩმა აღიარა, როგორც დანაშაული. „ჩვენ ალბათ გამოვიჩინეთ სისუსტე, რომ ამ დანაშაულის გამოძიება ბოლომდე ვერ მივიყვანეთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან სთხოვა ყველას, მიტინგომანიიდან და სამოქალაქო ომის ტერმინოლოგიიდან,  ცივილიზებულ დიალოგის რეჟიმზე გადავიდნენ. „თუ პოლიციის დანაშაულია ის, რომ საქართველოში დანაშაული სამჯერ შემცირდა, მე ვარ მთავარი დამნაშავე ამაში მათთან ერთად“, - განაცხადა პრეზიდენტმა. მისი თქმით, ხელები შორს უნდა დაიჭიროს ყველამ ქართული პოლიციისგან და იმ ხალხისგან, ვინც ხალხის დასაცავად თავს სწირავს.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები