კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხულიგნობის ბრალდებით მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონი გიორგი ჩაკვეტაძე დააკავეს

23 ივლისი, 2009

გუშინ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ მომხდარი ინციდენტის შემდეგ, შს გურჯაანის სამმართველოს თანამშრომლებმა ხულიგნობის ბრალდებით მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონი გიორგი ჩაკვეტაძე და შპს „ჩიორას“ მფლობელის შვილი ზაზა ლაზაშვილი დააკავეს.

დაკავებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ ჩაკვეტაძე ინციდენტის დროს დაპირისპირებულ ახალგაზრდებს მხოლოდ აშველებდა და ჩხუბში თავად არ მონაწილეობდა. აღნიშნულს თვითმხილველებიც ადასტურებენ, რომლებიც გამგეობის და სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლები არიან, მაგრამ პოლიციამ მათ დაკითხვაზე უარი განაცხადა.

ინციდენტის მიზეზად ზაზა ლაზაშვილსა და მისი შეყვარებულის ნათესავს შორის დაწყებული კამათი სახელდება, რომელიც მოგვიანებით ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის ცნობილი გახდა, რომ ლაზაშვილის შეყვარებული მოსკოვის შსს-ს გავლენიანი თანამდებობის პირის შვილია. დაკავებულის ახლობლები გამოძიების ტენდენციურობას და მიკერძოებას სწორედ ამას უკავშირებენ.

რაიონული სასამართლო დაკავებულთათვის წინასწარი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს იმსჯელებს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები