კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონფლიქტის ზონაში უცნობმა პირებმა ელგუჯა ბიგვავა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

23 ივლისი, 2009

წუხელ, დაახლოებით 21:00 საათზე გალის რაიონის სოფელ განახლებაში უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ადგილობრივი მცხოვრები ელგუჯა ბიგვავა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. „აფხაზეთის მედია-ცენტრის" ცნობით, უცნობმა პირებმა ბიგვავას ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი ტყვია ესროლეს. დაზარალებულს ერთი ტყვია - ფეხის, ხოლო მეორე ხერხემლის არეში აქვს მოხვედრილი. 

ახლობლების განცხადებით, ელგუჯა ბიგვავა თავდაპირველად გალის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სოხუმში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა მძიმეა. არსებული ინფორმაციით, აფხაზური მილიცია ინციდენტში ეჭვმიტანილ დალელ მებონიას, პაატა გაბისონიასა და ბობი კვიტიას ეძებს.

წყარო : საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები