კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფელ ზემო მაჩხაანის მოსახლეობა სასმელი წყლის მოთხოვნით საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავს

23 ივლისი, 2009

სიღნაღის რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანის მოსახლეობა სასმელი წყლის მოთხოვნით საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავს.

ადგილობრივების განცხადებით, სასმელი წყალი წლების განმავლობაში არ მიეწოდებათ. მათივე თქმით, ხელისუფლება წინასაარჩევნოდ სოფლის მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას არაერთხელ დაპირდა, მაგრამ უშედეგოდ. ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად სხვადასხვა დროს რაიონული ბიუჯეტიდან თანხებიც გამოიყო, მაგრამ სოფელში არანაირი სამუშაოები არ ჩატარებულა.

ზემო მაჩხაანის მაცხოვრებლების პრეტეზნიებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არასწორი უწოდეს. გამგეობის ინფორმაციით, აღნიშნულ სოფელში წყლის სისტემის რეაბილიტაციისათვის თანხები არ გამოყოფილა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები