კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბაკურციხის მოსახლეობა პროტესტის ნიშნად გურჯაანი - თბილისის ავტომაგისტრალის გადაკეტვას აპირებს

28 ივლისი, 2009

გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხის მოსახლეობა დღეს, საღამოს, პროტესტის ნიშნად, გურჯაანი - თბილისის ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვას აპირებს.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ბაკურციხის მაცხოვრებლებმა აცნობეს, მოსახლეობა სოფელში სარწყავი სისტემის მილების ამოღებას და ჯართად გაყიდვას აპროტესტებს. მათი თქმით, მილების ამოღების შედეგად ვენახებში მისასვლელი გზები მთლიანად გადათხრილია და მოძრაობა შეუძლებელია. გარდა ამისა, მათივე თქმით, მილებში სარწყავი წყალი მიედინებოდა და მისი ამოღების შემდეგ ნაკვეთებს ვეღარ რწყავენ.

ბაკურციხილების ცნობით, მილების ამოღების უკან გურჯაანის საკრებულოს წევრი თამაზ აბრამიშვილი დგას, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის  ახლობელია და ის ლობირებს.

თამაზ აბრამიშვილი მოსახლეობის ბრალდებებს არ ადასტურებს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი ჩივიაშვილმა კი განაცხადა, რომ სარწყავი სისტემის მილები აუქციონის წესით ორი თვის წინ გაიყიდა და ის კერძო პირებმა შეიძინეს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები