კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მარტოხელა პენსიონერი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წინააღმდეგ

29 ივლისი, 2009

მარტოხელა პენსიონერ ვალენტინა ნიკიფოროვას ელექტროენერგია თვეზე მეტია არ მიეწოდება. მიზეზი გასული წლის აგვისტოში არასწორად დარიცხული 203 ლარის გადაუხდელობაა.

„ზედმეტი თანხა დამარიცხეს, შეუძლებელია მხოლოდ ტელევიზორმა და ერთმა ნათურამ თვეში 200 ლარის ელექტროენერგია გამოიმუშაოს“, -ამბობს ის.

პენსიონერი უკმაყოფილოა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლებითაც. მისი თქმით, „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ დაცვის თანამშრომლებმა უხეშად მოექცნენ, როცა სამსახურის უფროსთან პრობლემის გადაჭრისათვის შეხვედრა მოითხოვა.
 
აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.

მოქალაქე ენერგოკომპანიის ხელმძღვანელობას ვითარების გარკვევას, ან უკიდურეს შემთხვევაში დავალიანების ეტაპობრივრივად დაფარვას თხოვს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი, ბათუმი

ახალი ამბები