კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ომბუდსმენობის კანდიდატმა, გიორგი ტუღუშმა მუშაობის პრიორიტეტებზე ისაუბრა

29 ივლისი, 2009

სახალხო დამცველის კანდიდატურის დაჩქარებული წესით განხილვა არც სახელისუფლო გუნდის კანდიდატ გიორგი ტუღუშს მოსწონს, თუმცა მიაჩნია, რომ ამაში გარკვეული პოზიტივიც არსებობს.

გიორგი ტუღუშმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ არჩეულ ომბუდსმენს ოფისის გადაბარებისა და მიმდინარე საკითხებზე მოქმედ ომბიდსმენთან მუშაობის საშულება ექნება.

გიორგი ტუღუშმა პრიორიტეტებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ სახალხო დამცველის თანამდებობაზე დაამტკიცებენ, კონკრეტული პროგრამით გამოვა და განსაკუთრებულ ყურადღებას თავისუფლების აღკვეთის ადგილებზე, დევნილებზე და ყველა იმ სფეროზე გაამახვილებს, სადაც ადამიანის უფლებები ირღვევა.
„ეს შეიძლება გარკვეული კანონმდებლობაც იყოს. ომბუდსმენის ოფისი ახლაც აქტიურად არის ჩართული ყველა საკითხში“, - აღნიშნა ტუღუშმა.

გიორგი ტუღუშის კანდიდატურაზე დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და განათლების კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მსჯელობენ.

პარლამენტი ამ საკითზე პარასკევის რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებს და გადაწყვეტილებასაც მიიღებს.

სახალხო დამცველს, სოზარ სუბარს უფლებამოსილების ვადა 16 სექტემბრისთვის ეწურება. 

კანონის მიხედვით, სახალხო დამცველს პარლამენტი ირჩევს თანამდებობაზე მყოფი ომბუდსმენის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უადრეს 60 და ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 30 დღისა.

წყარო: ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები