კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი დააკავეს

31 ივლისი, 2009

მთავარი პროკურატურის სამსახურებრივი ინსპექტირებისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტებმა ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი თორნიკე ჭიღლაძე დააკავეს.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ, გიორგი ობგაიძემ განაცხადა, რომ თორნიკე ჭიღლაძე ეჭვმიტანილია სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში, რომელიც ქრთამის აღებას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მისივე თქმით, თორნიკე ჭიღლაძე კორუფციულ გარიგებაში შევიდა მოქალაქესთან, რომელსაც დაპირდა, რომ 1000 ლარის სანაცვლოდ, აუქციონზე გატანილ ქონებას ყოველგვარი კონკურენციის გარეშე შეისყიდიდა.

„თითოეული აღმასრულებლისთვის ეს ფაქტი უნდა გახდეს იმის მაგალითი, რომ მსგავსი დანაშაული აღარ განმეორდეს“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ბოლო პერიოდში მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონია. მხოლოდ 2005 წელს დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც აღმასრულებელმა ქრთამი აიღო.

„აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს შეუბრალებელი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა მსგავსი ქმედების ჩამდენი პირები უმკაცრესად დაისაჯონ. აღნიშნული ფაქტი სამაგალითო უნდა გახდეს თითოეული თანამშრომლისთვის“, - განაცხადა გიორგი ობგაიძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები