კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორობას ჟურნალისტი ზვიად ქორიძეც გეგმავს

3 აგვისტო, 2009

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე განაცხადის შეტანას ჟურნალისტი ზვიად ქორიძეც გეგმავს. 

ქორიძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში საკუთარ განაცხადა დღეს ვადის ამოწურვამდე შეიტანს.

გარდა ამისა, მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე განაცხადს შეიტანენ გენდირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გია ჭანტურია და ეროსი კიწმარიშვილი.

მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობის დაკავების მსურველთა განაცხადების წარდგენის ვადა 18:00 საათზე იწურება.

განაცხადები ამ დროისთვის წარდგენილი აქვთ ლალი მოროშკინას, ბაჩუკი ბახტაძეს და მარინა სალუქვაძეს.

კონკურსი ორ ეტაპად გაიმართება. პირველ ეტაპზე განიხილება ყველა კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და ფარული კენჭისყრით მე-2 ტურში გასულ კანდიდატთა ვინაობა გამოვლინდება. პირველი ტურის შედეგები 6 აგვისტოს გამოცხადდება, მე-2 ტურში გასულ კანდიდატებთან გასაუბრება კი 7 და 8 აგვისტოს გაიმართება.

დირექტორობის კანდიდატი ფარული კენჭისყრით 10 აგვისტოს გამოვლინდება, თანამდებობაზე კი არა უგვიანეს 20 აგვისტოს დაინიშნება.

ამასთან, დღესვე გაიმართება მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა, რომელზეც მაუწყებლის გენერალური დირექტორის კანდიდატის გამოვლენასთან დაკავშირებით კენჭისყრის ჩატარების წესის შესახებ ინსტრუქციას დაამტკიცებენ.

წყარო „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები