კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფელ უდაბნოს მაცხოვრებლები პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქციას მართავენ

3 აგვისტო, 2009

საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოს მაცხოვრებლები თბილისში, ავლაბარში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის საფუძველზეც სოფელ უდაბნოში მდებარე საძოვარი და სათიბი მიწები უნდა გაიყიდოს.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, რომ მიწების გასხვისების შესახებ მათ მოულოდნელად შეიტყვეს. უდაბნოს მაცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ მიწების გაყიდვის შემთხვევაში, სოფელი მოსახლეობისგან დაიცლება. აქციის რამდენიმე მონაწილე რეზიდენციაში შევიდა და პრეზიდენტის სახელზე სპეციალური მიმართვა შეიტანა.

სოფელ უდაბნოს მაცხოვრებლების ბრალდებებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გია ჩალათაშვილი აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, უდაბნოს მოსახლეობას ათიათასობით ჰექტარი მიწა მითვისებული აქვს. „ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ მათ შესთავაზა, რომ მიწების გაყიდვის შემთხვევაში უპირატესობას მიიღებდნენ, რაზედაც უარი თქვეს. ამ ხალხს უნდა, მიწებს როგორც აქამდე პატრონობდნენ, ამავე მდგომარეობაში დარჩნენ. მიწების გაყიდვას ეწინააღმდეგებიან და არც თვითონ უნდა ყიდვა“, - აღნიშნა საგარეჯოს გამგებელმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები