კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამინისტრო შენობას ყიდის, მოვაჭრეები კი უმუშევარი რჩებიან

3 აგვისტო, 2009

ბათუმში „საყოფაცხოვრებო მომსახურების სახლი“ იყიდება. ეგრეთ წოდებული „დომბიტას“ შენობა 24 აგვისტოს უკვე მეორედ გავა აუქციონზე.  თანამშრომლები გაურკვეველ მდგომარეობაში არიან. მათ სამსახურის დაკარგვის ეშინიათ.

შ.პ.ს-ს ახალმა უფროსმა პაატა მიქელაძემ 40-მდე მოიჯარეს გადასახადი უკვე გაუძვირა და ყოველთვიური 45 ლარიანი მოსაკრებლის ნაცვლად მათ კვადრატულ მეტრზე 20 ლარის გადახდას თხოვს.

მოვაჭრეები ამბობენ, რომ მათ ამხელა თანხის გადახდის საშუალება არ აქვთ, არც ვაჭრობაა შესაბამისი.

ნანული აბაშიძე - მოვაჭრე: „ვიცოდი, რომ ხოფის  ბაზრობის დაყადაღების შემდეგ ჩვენ მოგვადგებოდნენ, არ არის ვაჭრობა და  ამხელა გადასახადს როგორ გადავიხდი, ოჯახი ჩემს იმედზეა და აქედანაც რომ გამიშვან მშივრები დავიხოცებით“.

გულო ბერიძე - მოვაჭრე: „22 წელია ვმუშაობ და ახლა აღმოჩნდა რომ ჩემი ადგილი აქ არ ყოფილა, განზრახ აწესებენ ამხელა გადასახადს, იძულებულს გვხდიან ჩვენით დავტოვოთ სამსახური აუქციონამდე“.

რესან ზოიძე - მოვაჭრე: „20 ლარი რომც გადავიხადოთ კვადრატულ მეტრზე ხელმძვანელობა იმის პირობასაც ვერ გვაძლებს, რომ აუქციონის შემდეგ მოვაჭრეებს დაგვტოვებენ ძველ ადგილებზე, დანამდვილებით არავინ არაფერი იცის და ეს საცოდავი ხალხი ვრჩებით დაზარალებული საბოლოოდ. რა მოგველის, ზუსტ პასუხს ვერავინ გვაძლევს“.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროში კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებენ, თუმცა ადასტურებენ, რომ აღნიშნულ შენობასთან დაკავშირებით აუქციონი ერთხელ ჩატარდა, მაგრამ შენობა არ გაიყიდა. ხელმეორედ აუქციონი 24 აგვისტოს გაიმართება.

ამ საკითხზე კომენტარს არც „საყოფაცხოვრებო მომსახურების სახლის“ ახალი უფროსი პაატა მიქელაძე აკეთებს.

თამთა თალაკვაძე, ბათუმი

ახალი ამბები