კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველმა მთავარ პროკურორს რეკომენდაციით მიმართა

5 აგვისტო, 2009

სახალხო დამცველმა შეისწავლა სხვადასხვა პოლიტიკური მოძრაობის წევრებისათვის პოლიციის თანამშრომლების მიერ ავტომობილების ჩამორთმევის ფაქტები.

„საქმეების შესწავლის შედეგად იქმნება საფუძვლიანი ეჭვი, რომ პოლიციის თანამშრომლები მოქმედებდნენ პოლიტიკური ანგარიშსწორების მოტივით, რაც გამოიხატა სამართალდამცავების მხრიდან  მითითებული პირებისადმი საკუთრებით სარგებლობის უფლების არამართლზომიერ შეზღუდვაში“, - აცხადებენ სახალხო დამცველის ოფისში.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას და სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე (დევნა) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებებს.

სახალხო დამცველმა სათანადო მასალები შემდგომი რეაგირებისათვის საქართველოს მთავარ პროკურორს გაუგზავნა.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები