კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახელმწიფომ აგვისტოს ომში დასახიჩრებული ჯარისკაცის მკურნალობაზე უარი თქვა

6 აგვისტო, 2009

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გურჯაანის რაიონის სოფელ ზეგაანში მცხოვრებ 21 წლის ნიკა ამირაჯიბს, რომელიც აგვისტოს ომის დროს დასახიჩრდა, მკურნალობის ხარჯების დაფინანსებაზე ოფიციალური უარი უთხრა.

ნიკა ამირაჯიბმა ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და კონტუზია ცხინვალში ბრძოლის დროს, ჭურვის აფეთქების შედეგად მიიღო. მას ოთხი თვის განმავლობაში მეტყველება საერთოდ დაკარგული ჰქონდა და მკურნალობას დღემდე საჭიროებს, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ ახერხებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ დასახიჩრება მიღებულია სამხედრო სამსახურის შესრულების დროს უბედური შემთხვევის შედეგად, რაც არ უკავშირდება სამხედრო სამსახურის მოვალეობათა შესრულებას.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები