კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელეს

6 აგვისტო, 2009

არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელეს, რომელის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ.
 
„საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტის დროს საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამოაცხადა „დემოკრატიის ახალი ტალღის“ დაწყების შესახებ. სინამდვილეშე კი, ვიზიტის დასრულებისთანავე განახლდა  პოლიტიკური ნიშნით ადამიანთა დევნა და საპროტესტო აქციების აქტიურ მონაწილეებთან დაუნდობელი მეთოდებით ანგარიშსწორება.

ხალხის მასობრივი პროტესტი გამოწვეულია რეალური პრობლემების არსებობით. უნარიანი და განვითარებაზე ორიენტირებული ხელისუფლების პასუხი უნდა იყოს სწორედ ამ პრობლემათა გადაწყვეტა. სამწუხაროდ, რეაგირება კვლავ არაადეკვატური და ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელია - „დემოკრატიის ახალი ტალღა“ ხელისუფლებისთვის „სხვაგვარად მოაზროვნეთა“ დევნაზეა ორინტირებული!

საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკური ტერორი არ არის მხოლოდ შიდა პოლიტიკური პრობლემა - შეუძლებელია სტაბილურობაზე, უსაფრთხოებაზე და  კონფლიქტების მოგვარებაზე საუბარი იქ, სადაც ხელისუფლება თავად ოკუპანტივით და აგრესორივით ეპყრობა  საკუთარ მოქალაქეებს.

ამგვარი პოლიტიკით „დემოკრატიის ახალი ტალღა“  „ტერორის ახალ ტალღად“ იქცა. თუმცა, ხელისუფლებას კვლავაც არ ესმის, რომ შეიძლება დააშინო ადამიანთა გარკვეული ნაწილი გარკვეული დროით, მაგრამ ყველას და მუდმივად ვერ დააშინებ. ხალხის განაჩენი კი ყველაზე მძიმე ხელისუფლებისთვის იქნება,  თუ იგი დაუყოვნებლივ არ შეწყვეტს უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრებებს და დასახიჩრებებს.

მივმართავთ ყველას, ვისთვისაც მართლაც ძვირფასია თავისუფლების იდეალები: ერთიანი ძალებით  აღვუდგეთ წინ ორგანიზებული დანაშაულის ყველაზე უფრო სამარცხვინო ფორმას XXI საუკუნეში - სახელმწიფოს მიერ საკუთარი მოქალაქეების დატერორებას განსხვავებული შეხედულებების გამო“, - ნათქვამია განცხადებაში. 

განცხადებას ხელს აწერენ „ახალი მემარჯვენეები“, „დაიცავი საქართველო“, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“, „ეროვნული ფორუმი“, „თავისუფლება“, „კონსერვატიული პარტია“, „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, „რესპუბლიკური პარტია“, „საქართველოს გზა“, „ხალხის პარტია“, აგრეთვე, ლევან გაჩეჩილაძე. 
ამასთან, განცხადების ავტორთან ინფორმაციით, განცხადება ხელმოწერებისთვის ღიაა.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები