კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საზოგადოებრივმა მოძრაობამ „დაიცავი საქართველო“ მაუწყებელის სამეურვეო საბჭოსადმი მიმართვა გაავრცელა

7 აგვისტო, 2009

„დაიცავი საქართველოს“ მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიმარღ გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მუხლი, რომელიც საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულებას ითვალისწინებს, დღემდე მხოლოდ ლოზუნგად რჩება.

საზოგადოებრივმა მოძრაობის წევრები იმედოვნებენ, რომ I არხის განახლებული სამეურვეო საბჭო ამჯერად მაინც საზოგადოების ინტერესებით იხელმძღვანელებს და არხის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატურებიდან ღირსეულს შეარჩევს.

ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობა შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომ გიორგი ჭანტურია, რომელიც ყუბანეიშვილის მოადგილე იყო, ხელისუფლებისთვის ყველაზე სასურველი კანდიდატია და მისი დანიშვნის საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია.

ეს ქმნის საშიშროებას იმისა, რომ ჩვენი საზოგადოება შესაძლოა, მორიგი ფარსის მოწმე გახდეს. გიორგი ჭანტურია უკვე ასრულებდა I არხის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ფუნქციებს და ზუსტად იმავე ხარისხით იმსახურებს საზოგადოების უნდობლობას,  როგორც - ყოფილი  დირექტორი. ქართულმა საზოგადოებამ დაიმსახურა, რომ არხი, რომელიც მისი ფულით ფინანსდება, ერთხელ და სამუდამოდ გახდეს თავისივე პრინციპების ერთგული - იმუშაოს საზოგადოებისთვის და საზოგადოებასთან ერთად, - ნათქვამია მიმართვაში.

წყარო: „ინტერპრესნიუსი:

ამ თემაზე:

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ადგილისთვის სამი კანდიდატი იბრძოლებს

რეგიონული მედია მხარს ზვიად ქორიძეს უჭერს

ახალი ამბები