კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიღნაღის გამგებელს საწვავის მითვისებაში ადანაშაულებენ

11 აგვისტო, 2009

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები რაიონის გამგებელს ნოდარ კოჭლამაზაშვილს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით გამგეობისთვის შეძენილი საწვავის მითვისებაში ადანაშაულებენ.

გამგეობის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ სიღნაღის მუნიციპალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით, ყოველთვიურად, დაახლოებით ერთი ტონა საწვავის შესყიდვა ხდება. მათივე თქმით, აღნიშნული საწვავი, წესით, გამგეობის თანამშრომლებმა უნდა მოიხმარონ სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად საჭირო გადაადგილებებისათვის. თანამშრომლები ამბობენ, რომ მთელ საწვავს გამგებელი და მის მიერ გაცემული ტალონებით, მისი ოჯახის ახლობლები მოიხმარენ.

თანამშრომლების ბრალდებებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი უსაფუძვლოს უწოდებს. „უსაფუძვლოა. მითხარით ერთი ვინ გაწვდით ინფორმაციას, რომ არ ამხელთ მათ ვინაობას. მერამდენედ უნდა გაავრცელოთ ჩვენი ამბები? ერთ ტონა საწვავს მოვიხმარ თუ ორ ტონას, თქვენი საქმე არ არის. რა, ნებართვა უნდა გთხოვოთ, ბენზინი ჩავასხა თუ არა მანქანაში? ადგილობრივი ბიუჯეტი სიღნაღის საკუთრებაა და არა თქვენი. მას გამგეობა განკარგავს, გამგებელი კი მე ვარ“, - განაცხადა ნოდარ კოჭლამაზაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები