კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თეო ტლაშაძის მტკიცებით, გორის საკრებულოს ფრაქცია ‘’მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” წევების დაპატიმრება იგეგმება

11 აგვისტო, 2009

„მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი  თეო ტლაშაძის ინფორმაციით (რომელიც მან ერთ-ერთი მაღალჩინოსანი პოლიციელისაგან მიიღო), უახლოეს  მომავალში გორის საკრებულოს ფრაქცია „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ წევრების დაკავება იგეგმება, მათი პოლიტიკური აქტიურობის გამო.

  თეო ტლაშაძის  განცხადებით, თემურ აფხაზაშვილის, კახა ერგემლიძისა და  სევერიან  ქარელის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლებრივ დევნას იწყებს. კერძოდ, უახლოეს დღეებში სამართალდამცავების  მხრიდან მათთვის იარაღისა და ნარკოტიკული ნივთიერების ჩადება იგეგმება, რაც შემდგომში მათი დაკავების საფუძველი გახდება. 

„მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, თავი დაანებოს ოპოზიციის მხარდამჭერების უკანონო დევნასა და დაჭერებს. „ჩვენ კატეგორიულად ვაფრთხილებთ შინაგან სააქმეთა სამინისტროს, გაითვალისწინოს აღნიშნული ინფორმაცია, რადგან მსგავსი სცენარით საკრებულოს დეპუტატების დაკავება შეფასებული იქნება როგორც პოლიტიკური რეპრესიების ახალი ტალღა“, - აცხადებს თეო ტლაშაძე.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები