კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთის გამგეობებიდან საჯარო ინფორმაციის მიღება გართულდა

12 აგვისტო, 2009

კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგეობებიდან საჯარო ინფორმაციის მიღება მკვეთრად გართულდა. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისში განაცხადეს.

უფლებადაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ბოლო დროს, გახშირდა ფაქტები, როცა მუნიციპალიტეტების გამგეობები დაინტერესებული პირების განცხადებებს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე საერთოდ არ პასუხობენ.

„გარდა ამისა, არის შემთხვევები, როცა საჯარო ინფორმაციას გასცემენ კანონით დადგენილი ვადის დაგვიანებით ან უსაფუძვლოდ ითხოვენ თანხის გადახდას, მიუხედავად იმისა, რომ დაინტერესებულ პირს ქსეროასლების მიღება არ მოუთხოვია. ჩვენი ორგანიზაცია ყველა ასეთ შემთხვევაში ითხოვს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას, თანახმად საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 78-ე მუხლისა, რაც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ გადაცდომას. სერიოზული დარღვევების და უპასუხისმგებლო დამოკიდებულების მიუხედავად, დაწესებულების ხელმძღვანელები თანამშრომლებს არ სჯიან. ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საჯარო ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს პრობლემები ზუსტად ხელმძღვანელი პირების მიერ გაცემული უკანონო დავალებებით გვექმნება“, - განაცხადეს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისში.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები