კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოზარ სუბარი: „პოლიტიკურმა ტერორმა საქართველოში შემაშფოთებელი ხასიათი მიიღო“

12 აგვისტო, 2009

საქართველოს სახალხო დამცველის სოზარ სუბარის შეფასებით, „პოლიტიკურმა ტერორმა საქართველოში შემაშფოთებელი ხასიათი მიიღო“. ამის შესახებ სუბარმა რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დაგეგმილი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. „თუ ეს არ დასრულდა, დემოკრატიაზე საუბარი ზედმეტია. არასწორ ადგილას მოვედი: ყველაფერი აქ იგეგმება, თუმცა ეს ერთ-ერთი ტრიბუნაა, სადაც ჩვენი პოზიციის დაფიქსირების საშუალება გვექნება. ჩვენი მოვალეობაა, ჩვენი სათქმელი სრულად ვთქვათ მანამ, სანამ შედეგს არ მივაღწევთ“, - განაცხადა სუბარმა. ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ძალოვანი მინისტრების შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ შენობაში ამ წუთებში იწყება.

წყარო: საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები