კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გალში რუსმა ოკუპანტებმა ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე საზღვრის გამაგრება დაიწყეს

17 აგვისტო, 2009

გალში რუსმა ოკუპანტებმა ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე საზღვრის გამაგრება დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის "მედია-ცენტრი" ავრცელებს.  ენგურის ხიდის გასწვრივ 85-კილომეტიან მონაკვეთზე ორთვიანი აზომვითი სამუშაოების შემდეგ, სპეციალური ჯგუფები მავთულხლართებს აბამენ და ყველა გადასასვლელ ხიდს ნაღმავენ. მოსახლეობა გადაადგილებას ვერ ახერხებს. პარალელურად, ოკუპანტები განაგრძობენ მოსახლეობის ძარცვას. ოჯახებიდან გააქვთ სკამები, პროდუქტები და გაჰყავთ მსხვილფეხა საქონელი. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.

ამ ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. 21-ე საუკუნეში ე.წ. "ბერლინის კედლის" მშენებლობას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად აფასებს. ეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ გააკეთა. „კრემლი იმპერიულ ზრახვებს ვერ გასცდა. გალის ადმინისტრაციულ საზღვართან თანამედროვე „ბერლინის კედლის“ მშენებლობა უკანონობაა - ამით რუსეთი საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს. ეს არის მათი მხრიდან მორიგი უშედეგო მცედლობა, საზღვრის იქით მცხოვრები ხალხის იზოლაცია მოახდინოს და საერთაშორისო საზოგადოებას ის უკანონობა დაუმალოს, რასაც ყოველდღე სჩადის“, - განაცხადა ჯალაღანიამ. ამასთან, ქართული მხარე დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო საზოგადოება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შესაბამის რეგირებას მოახდენს. შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა გალის ადმინისტრაციულ საზღვარზე მავთულხლართების გაბმა და ე.წ „ბერლინის კედლის“ მშენებლობა 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დაწყეს. თუმცა კედელი ჯერჯერობით აშენებული არაა.

წყარო: საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები