კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმში 12000 ოჯახს წყალი გამოურთეს

17 აგვისტო, 2009

ბათუმში, ე. წ. „ჭაობის“ დასახლების 12 000 აბონენტს უკვე რამდენიმე დღეა წყალი არ მიეწოდება. „ბათუმის წყლის“ ტექნიკურმა პერსონალმა მოსახლეობისათვის წყლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება დაგროვილი დავალიანების გამო მიიღო, დავალიანება კი მილიონ ლარს აჭარბებს. წყალი იმ აბონენტებსაც არ მიეწოდებათ, რომლებსაც დავალიანება დაფარული აქვთ.

კომპანიაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აცხადებენ, „მართალია ყველანაირად ვეცადეთ წყლის მიმწოდებელი მილი არ გადაგვეკეტა, მაგრამ მოსახლეობამ სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვაო“.

მოსახლეობისთვის წყლის გარეშე დარჩენა ტურსიტული სეზონში ორმაგად მტკივნეულია.

კომპანიაში ამბობენ, რომ წყლის მიწოდება აბონენტებს დავალიანების სრულად დაფარვის შემდეგ აღუდგებათ.

ამას აპროტესტებენ ის აბონენტები, რომლებსაც დავალიანება არ ერიცხებათ. ისინი ე. წ. „საერთო გამორთვას“ აპროტესტებენ და წყლის მიწოდების დაუყოვნებლივ აღდგენას მოითხოვენ. „ჩემს ოჯახს წყლის სააბონენტო დავალიანება დაფარული აქვს, დამსვენებლები მყავს იქნებ ორი კაპიკი ვიშოვო და ეს მინდოდა, გადახილი ვისაც გვაქვს რას გვერჩიან?“ - აცხადებს ერთ-ერთი ასეთი აბონენტი ლიანა ბერიძე.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი"

ახალი ამბები