კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტების მიმართ მუქარის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

18 აგვისტო, 2009

ინტერნეტ-გაზეთ „ქიზიყის“ კორესპონდენტების ილია მარტყოფლიშვილისა და თამილა გურაშვილის მიმართ მუქარის ფაქტებზე კახეთის საოლქო პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და გამოძიება დაიწყო.

გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისიდან მიმართეს. როგორც უფლებადაცვით ორგანიზაციაში განმარტავენ, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით გამოქვეყნდა მასალები, სადაც ჟურნალისტები ზეწოლის ფაქტებზე მოგვითხრობენ, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი შს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომელს სოსო ბენაშვილს, გაზეთის ჟურნალისტის, თამილა გურაშვილის დაშინებაში ადანაშაულებს. მარტყოფლიშვილის თქმით, კუდ-ის თანამშრომელი თამილა გურაშვილს სახლში რამდენჯერმე მიუვარდა და დაემუქრა, რომ თუ დედოფლისწყაროს ხელისუფლების კრიტიკას არ შეწყვეტენ, მცირეწლოვან ბავშვთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნებოდა. ასევე, მარტყოფლიშვილი ამტკიცებს, რომ მას გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი და კუდ-ის თანამშრომელი გაუპატიურებით ემუქრებიან.

ამ თემაზე:

ჟურნალისტს გაუპატიურებით ემუქრებიან

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები