კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინო ბურჯანაძეს 1 251 487,6 ლარის გადახდა დააკისრა

18 აგვისტო, 2009

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ნინო ბურჯანაძის სასარჩელო განცხადება, მოპასუხე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრისა და სხვათა მიმართ ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, რის საფუძველზეც მოსარჩელეს დაეკისრა 1 251 487,6 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოში აცხადებენ, რომ საქმის სასამართლო განხილვისას დადგინდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 8 მაისის განკარგულებით, ნინო ბურჯანაძეს სიმბოლურ ფასად (1 ლარად) მიეყიდა დაბა წყნეთში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 12 109 997 ლარის ღირებულების სააგარაკე სახლი, მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთით.

„ნინო ბურჯანაძემ, შეისყიდა რა, უძრავი ქონება სიმბოლურ ფასად და მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად, წარმოეშვა ვალდებულება, საგადასახადო ორგანოებში წარედგინა წლიური დეკლარაცია; 2009 წლის 1 აპრილამდე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო და სხვა გადასახადებში გადაეხადა შესაბამისი თანხა, რაც არ შეასრულა. იმის გათვალისწინებით, რომ ნინო ბურჯანაძემ სრულად და დროულად არ შეასრულა კანონისმიერი ვალდებულებები 2009 წლის 21 აპრილის და 2009 წლის 11 მაისის საგადასახადო მოთხოვნებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 1 251 487,6 ლარის  გადახდა“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ სასამართლოს მიერ საქმის გარემოებების არსებითად გამოკვლევისა და წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, კანონიერად იქნა ცნობილი ნინო ბურჯანაძისთვის თანხის დაკისრების შესახებ მიღებული სადაო აქტები და მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მოტივირებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები