კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტელეკომპანია „იმედის“ მმართველთა საბჭოს ბიძინა ბარათაშვილი უხელმძღვანელებს

27 აგვისტო, 2009

ბიძინა ბარათაშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

მისი განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეეფერება.

„კომპანიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს. 1-ელი სექტემბრიდან ახალი სტრუქტურა იქმნება. შეიქმნება მმართველთა საბჭო, რომლის თავმჯდომარეც მე ვიქნები და ოთარ შამათავა ამ საბჭოს ერთ-ერთი წევრი იქნება და ის ქართული სერიალის წარმოებას ჩაიბარებს, რაც შეეხება უშუალოდ დირექტორს, ამ თანამდებობაზე ოთარ ბუბაშვილი იმუშავებს, რომელიც ყოველდღიურ მენეჯმენტს უხელმძღვანელებს“, - განაცხადა ბიძინა ბარათაშვილმა.

განცხადება ბიძინა ბარათასვილმა არაოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ გააკეთა. გუშინ გავცელებული ხმების თანახმად ტელეკომპანია „იმედის“ გენერალურ დირექტორს ბიძინა ბარათაშვილსა  და ოთარ შამათავას თანამდებობიდან გათავისუფლება ელოდათ.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები