კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცხინვალში „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის“ თემურ გუცმაზთი დააკავეს

1 სექტემბერი, 2009

ცხინვალის რეჟიმმა „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის“ ე. წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეს, თემურ გუცმაზთის 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ცხინვალის ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის დე ფაქტო კომიტეტი იუწყება.

 გუცმაზთის სასამართლო პროცესი 31 აგვისტოს დასრულდა. იგი  სახელმწიფო ღალატისთვის რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით გაასამართლეს.

ე. წ. უზენაეს სასამართლოში გამართულ დახურულ პროცესზე „დაადგინეს“, რომ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომელი გუცმაზთი საქართველოს შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელმა, ალექსანდრე მეძმარიაშვილმა გადაიბირა და ხანგრძლივად თანამშრომლობდა მასთან. ოსური გამოძიების თანახმად, გუცმაზთი მეძმარიაშვილს თავდაცვითი ხასიათის ინფორმაციას აწვდიდა.

 ე. წ. უზენაესმა სასამართლომ „საქართველოს ჯაშუშს“, 16 წლით თავისუფლების აღკვეთასთან ერთად, 100 ათასი რუბლის ჯარიმაც დააკისრა. ჩამოართვეს მაიორის სამხედრო წოდებაც.

თემურ გუცმაზთი ცხინვალის რეჟიმის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა 2008 წლის 19 სექტემბერს დააკავეს.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები