კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტს, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას აკრიტიკებს, სოციალური დახმარება შეუწყვიტეს

1 სექტემბერი, 2009

ინტერნეტ-გაზეთ „ქიზიყის“ კორესპონდენტს თამილა გურაშვილს, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას აკრიტიკებს, სოციალური მომსახურების სააგენტომ საარსებო შემწეობა შეუწყვიტა.

თამილა გურაშვილმა განაცხადა, რომ იგი მარტოხელა დედაა და 13 წლის შვილს ზრდის. თამილა გურაშვილს საკუთარი საცხოვრებელი სახლიც არ აქვს. ოჯახი თავს  დედოფლისწყაროში მდებარე ყოფილი სამხედრო საცხოვრებელის ერთ ოთახს აფარებს. სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თამილა გურაშვილი დახმარების სახით ყოველთვიურად 54 ლარს იღებდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის საკოორდინაციო ცენტრის ინფორმაციით, თამილა გურაშვილის ოჯახი სააგენტოს დავალებით გადამოწმდა და დახმარება ამის საფუძველზე შეუწყდა.

უნდა აღინიშნოს, რომ თამილა გურაშვილს სოციალური დახმარების შეწყვეტით და თავშესაფრიდან გაგდებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არაერთხელ დაემუქრნენ. ჩინოვნიკები მისგან მოითხოვდნენ, გამგეობაზე კრიტიკული სტატიები არ მოემზადებინა. ამასთან, მას საცხოვრებელში რამდენჯერმე შს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომელი სოსო ბენაშვილი მიუვარდა. ჟურნალისტის განცხადებით, ბენაშვილმა ის გააფრთხილა, რომ დედოფლისწყაროს გამგებელზე, რომელიც მისი ბავშვის ნათლიაა, კრიტიკული მასალები არ დაეწერა, თან დაემუქრა წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვთან დაკავშირებით პრობლემები შეგექმნებაო. მომხდარზე კახეთის საოლქო პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.

ამ თემაზე:

ჟურნალისტს გაუპატიურებით ემუქრებიან

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები