კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და ტურიზმის დეპარტამენტმა ახალგაზრდები მოატყუეს

1 სექტემბერი, 2009

252 ახალგაზრდა, რომლებმაც ბათუმში კარნავალის ორგანიზება უზრუნველყვეს, კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვს. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ტურიზმის დეპარტამენტი მათ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას არ აძლევენ.

კარნავალი ბათუმში 25-დან 30 აგვისტომდე მიმდინარეობდა, ახალგაზრდებს კი დაგეგმილ ღონისძიებებზე ხალხის მიპატიჟება და მათი გართობა ევალებოდა. სანაცვლოდ, დღიურად 20 ლარი უნდა მიეღოთ და კომპანია „ნატახტარისგან“ სამჯერადი კვება უნდა ჰქონოდათ.

„24-ში დაგვიბარეს, უნდა დაგასაქმოთო. დღიურ გასამრჯელოდ 20 ლარს და სამჯერად კვებას დაგვპირდნენ. რაც შეგვეძლო გავაკეთეთ, თავი არ დაგვიზოგავს, მაგრამ ანაზღაურებას არ გვაძლევენ. კუთვნილ ანაზღაურებას ვითხოვთ“, - აცხადებენ ახალგაზრდები.

კარნავალის მხარდამჭერი ჯგუფის წევრ ახალგაზრდებს კარნავალის ორგანიზატორ ლაზო ლაზარეიშვილთან ინდივიდუალური ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული. ლაზარეიშვილი აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი, ბათუმი

ახალი ამბები