კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფხაზეთის განათლების მინისტრი გალელ მასწავლებლებზე ზეწოლას აპროტესტებს

1 სექტემბერი, 2009

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი გალის რაიონის ქართველ მასწავლებლებზე სეპარტისტებისა და ოკუპანტების ზეწოლას აპროტესტებს.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დალი ხომერიკმა განაცხადა, რომ გალის რაიონში სწავლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, სასწავლო პროცესის ჩასაშლელად სეპარტისტები და ოკუპანტები ქართული სკოლის პედაგოგებსა და მშობლებზე გარკვეულ ზეწოლას ახორციელებდნენ.

კერძოდ, ქართული ენის გაძლიერებული სწავლების გამო  სოფელ სიდის სკოლის დირექტორი გულიადა სიჭინავა, რამდენიმე პედაგოგთან და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან ერთად, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
„გვინდა, მადლობა გადავუხადოთ გალის რაიონში მცხოვრებ ქართულ მოსახლეობას და პედაგოგებს, რომელებიც თავდადების შედეგად უკიდურესად რთულ ვითარებაში ქართული ენის სწავლებასა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებას ახერხებენ. აფხაზეთის სკოლებში გაცემულ ატესტატებში მშობლიურ ენად რუსული იწერება. ოკუპანტების ასეთი სტრატეგია არა მარტო ქართულ, აფხაზურ ენასაც უქმნის საფრთხეს. მინდა, მოვუწოდო აფხაზებს, დროულად მოეგონ გონს და ოკუპანტების იდეოლოგიური წნეხის ქვეშ ნუ მოქცევიან. ჩვენ მათ ვთავაზობთ სამშვიდობო განათლების პროგრამის დანერგვას, რომელიც ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების დაახლოებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე დალი ხომერიკმა.

მისივე ინფორმაციით,  წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გალის რაიონიდან 150-მდე აბიტურიენტი გავიდა. აქედან პირველადი ჩარიცხვებით 80-მდე აბიტურიენტი სტუდენტი გახდა.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები