კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბესელიას ძმისა და ვაჟის ადვოკატები საქმის სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნას აპირებენ

1 სექტემბერი, 2009

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერის, ეკა ბესელიას ძმისა და შვილისთვის გამოტანილი განაჩენის გაუქმების თაობაზე.

მოძრაობის პრესსამსახურის ცნობით, ადვოკატებს სასარჩელო განცხადებაში საქმის 12 ახალი გარემოება ჰქონდათ მითითებული, რომელიც სააპელაციო სამართლოს უნდა განეხილა. „ამ გადაწყვეტილებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ მალხაზ გურულმა პოლიტიკური დავალება შეასრულა და დაარღვია როგორც შიდა კანონმდებლობა, ასევე ევროპის კონვენცია“, - აცხადებენ პარტიაში.

ადვოკატები ამ გადაწყვეტილებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრებენ და რატი მილორავასა და სერგო ბესელიას საქმეს სტრასბურგში გააგზავნიან, როგორც „პოლიტიკური დევნის მაგალითს“. როგორც ცნობილია, ბესელიას ძმა და შვილი ბათუმის ერთ-ერთ კაფე „ელზაში“ მომხდარ ჩხუბისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. ქობულეთის სასამართლომ ბესელიას შვილს გირაოს გადახდა, ხოლო ძმას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

წყარო: საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები