კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შს კახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომელმა რესტორანში მიმტანს თავი გაუტეხა

1 სექტემბერი, 2009

შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომელმა გურჯაანის ე. წ. პარკის რესტორანში მომხდარი ჩხუბის დროს მიმტან ქალბატონს თავი გაუტეხა.

ინცინდენტის თვითმხილველებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს  აცნობეს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სამართალდამცავსა და მის მეგობრებს შორის ჩხუბი მოხდა. პოლიციის თანამშრომელი რესტორანში მყოფებს ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრებოდა. თვითმხილველების თქმით, ფიზიკური შეხლა-შემოხლის დროს, მან რესტორანის ერთ-ერთ თანამშრომელ ქალბატონს თავი გაუტეხა. დაზარალებული პირველადი სამედიცინო დახმარების გასაწევად რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე სხეულის დაზიანების მუხლით აღიძრა, თუმცა პროკურატურას ამ დრომდე არავინ დაუკავებია. გურჯაანის რაიონული პროკურორის, გელა ლაზაშვილის განცხადებით, სხეულის დაზიანებაში ეჭვმიტანილია მოქალაქე და არა პოლიციის თანამშრომელი.

„კახეთის საინფორმაციო ცენტრი“

ახალი ამბები