კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გარემოს დამცველმა ორგანიზაციებმა „ჰაიდელბერგცემენტ-ჯორჯიას“ შესაძლოა, სასამართლოში უჩივლონ

3 სექტემბერი, 2009

„საქართველოს მწვანეთა პარტია“ და „ეკოლოგიური სამართლის ცენტრი“, კასპის მოსახლეობის თხოვნით, გერმანული კომპანია „ჰაიდელბერგცემენტ-ჯორჯიას“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეტანას გეგმავენ.

როგორც „მწვანეთა პარტიის“ თავმჯდომარე, გია გაჩეჩილაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, კომპანიის მიერ კასპში მდებარე საწარმოში დამონტაჟებულმა ახალმა დანადგარებმა კატასტროფული მდგომარეობა შექმნა. დანადგარების ხმაურის გამო 12 კილომეტრის რადიუსით მოსახლეობას ძილის საშუალება არ ეძლევა.

„მსოფლიოში ადამიანის წამების ერთ-ერთ იარაღად ცნობილია ხმაურით ზემოქმედება, რაც მრავალი სახის ფსიქოლოგიურ დაავადებას იწვევს. კასპის მოსახლეობა ხმაურს იზოლაციას ვერ უკეთებს, რაც უარყოფითად აისახება მათ ჯანმრთელობაზე“, - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, მოსახლეობისა და პარტიის თხოვნის მიუხედავად, კომპანია არაფრის შეცვლას არ გეგმავს. ის არღვევს კანონს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ სანიტარულ ნორმებს.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ „ჰაიდელბერგცემენტ-ჯორჯიას“ ხელმძღვანელობას, რომ ორი კვირის განმავლობაში ქმედითი ნაბიჯები გადადგას სიტუაციის გამოსასწორებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, სისიხლის სამართლის პასუხისმგებლობას დავაყენებთ, როგორც აქ მდებარე ფილიალის, ასევე ცენტრალური ოფისის მიმართ გემანიაში, მატერიალური ზარალისა და სხვა სანქციების დაკისრების თაობაზე“, - განაცხადა „მწვანეთა“ ლიდერმა.

გაჩეჩილაძის ინფორმაციით, აღნიშნული პრობლემა რეგიონში მცხოვრებ 52 ათასს ადამიანზე ვრცელდება.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები