კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტელეკომპანია „იმედიდან“ ჟურნალისტებისა და ტექნიკური პერსონალის ნაწილი დაითხოვეს

3 სექტემბერი, 2009

ტელეკომპანია „იმედიდან“ ჟურნალისტები და ტექნიკური პერსონალი დაითხოვეს.

კერძოდ, სამსახურიდან თეა თუაშვილი, ნინო მამალაძე, თიკო ფეიქრიშვილი, ნინო კვირიკაშვილი, აგრეთვე, ოპერატორების, ტექნიკური პერსონალის ნაწილი და „იმედის დილის“ შემოქდებითი ჯგუფი გაათავისუფლეს.

კულუარული ინფორმაციით, თანამშრომელთა გათავისუფლების იდეა ჰოლდინგის ხელმძღვანელს, გიორგი არველაძეს ეკუთვნის, რომელსაც მიაჩნია, რომ „უკვე დროა, ძველი კადრები ახალი სახეებით შეიცვალონ“.

იმედის ყოფილი ჟურნალისტებისგან დამატებითი ინფორმაციის მიღება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, რადგან მათ ნაწილთან დაკავშირება შეუძლებელია, მეორე ნაწილი კი კომონეტარისგან თავს იკავებს. 

საინფორმციო სამსახურის ხელმძღვანელი ნანა ინწკირველი აცხადებს, რომ საქართველოში არ იმყოფება.

„ორი კვირაა, შვებულებაში ვარ და საქართველოში არ ვიმყოფები. არ ვიცი, რა ხდება, ეს ამბავი ჩემთვის უცნობია“, - განაცხადა ნანა ინწკირველმა.
 
დაუდასტურებელი ინფორმაციით, „იმედიდან“ სულ 140 თანამშრომლის გათავისუფლებას აპირებენ. 

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები