კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქმეს „ლუკა რამაზაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლო არსებითად განიხილავს

4 სექტემბერი, 2009

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქმე „ლუკა რამაზაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ და მას არსებითად განიხილავს.

თელავის რაიონული სასამართლოს მიერ, ყაჩაღობაში, სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურებაში, გამოძალვასა და სხვა დანაშაულებში მსჯავრდებული რამაზაშვილი სასჯელს უკვე მეოთხე წელია იხდის. მსჯავრდებული სტრასბურგის სასამართლოსგან უდანაშაულოდ ცნობას ითხოვს.

უნდა აღინიშნოს, რომ კონსერვატორული პარტიის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ პარტია „მრეწველების“ კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის ყოფილ ხელმძღვანელს ლუკა რამაზაშვილს ცოტა ხნის წინ პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მიანიჭა. რამაზაშვილის ბიზნესპარტნიორი, კომპანია „ყაზბეგის“ გენერალური დირექტორი გოგი თოფაძე ირწმუნება, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ლუკა რამაზაშვილი, ციხეში, თელავის დამოუკიდებელი რეგიონალური ტელეკომპანიის ხელში ჩაგდების მიზნით ჩასვა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები